ancom
Вы хотите отреагировать на этот пост ? Создайте аккаунт всего в несколько кликов или войдите на форум.
Вход

Забыли пароль?

Последние темы
» ანარქიზმი?!
ანარქიზმი?! Empty26/3/2010, 21:31 автор giorgi

» Уроки Грузинского Языка.
ანარქიზმი?! Empty11/1/2010, 02:04 автор giorgi

» Образование
ანარქიზმი?! Empty18/12/2009, 21:29 автор Alex73

» ვინ ვართ ჩვენ?
ანარქიზმი?! Empty11/12/2009, 21:57 автор giorgi

» АНАРХО-КОММУНИСТИЧЕСКОЕ РАБОЧЕЕ ДВИЖЕНИЕ В ЗАКАВКАЗЬЕ 1904-1907 гг.
ანარქიზმი?! Empty10/12/2009, 21:31 автор giorgi

» Участники фракции
ანარქიზმი?! Empty9/12/2009, 06:10 автор elRojo

» Кто такой Кар Карыч?
ანარქიზმი?! Empty8/12/2009, 22:22 автор giorgi

» Георгий Гогелия. 1878-1924.
ანარქიზმი?! Empty8/12/2009, 22:09 автор giorgi

» "ხმა"
ანარქიზმი?! Empty8/12/2009, 22:07 автор giorgi


ანარქიზმი?!

Перейти вниз

ანარქიზმი?! Empty ანარქიზმი?!

Сообщение  giorgi 26/3/2010, 21:31

ნაწილი I.
ლიბერტარიანული სოციალიზმი ეს არის პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც დაფუძნებულია წინააღდეგობის მოძრაობაზე ავტორიტარიზმზის და სოციალური იერარქიის წინააღმდეგ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ კაპიტალისტურ ინსტიტუტების და მთავრობის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე ანარქისტული იდეები მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ პოლიტიკურ ფილოსოფიასთან და მისი ერთ-ერთი მიმართულებაც გახლავთ.
თუმცა ისე არ უნდა გავიგოთ, რომ აქ წარმოდგენილ ყველა იდეას ყველა ანარქისტი ან ლიბერტარიანი ან ორივე ერთად ეთანხმება, მაგრამ მთავარია რეალურად წარმოჩენა ანარქისტული ძირითადი იდეების და არამხოლოდ ,,ვაიმე ქაოსია’’ ან ,, ხელისუფლება და კაპიტალიზმი აუცილებელია’’, ალბათ იმაზე ყველა შევთანმხდებით რომ ძიების პროცესი ისევე როგროც ყველა საკითხში, პოლიტიკაშიც და მის მსოფლ მხედველობაშიც აუცილებელია.
<<,,ვერავითარი თეორია, ვერავითარი მზა სისტემა, ვერავითარი ნივთი, რაც შექმნილა ვერ გადაარჩენს სამყაროს. მე არ მოგიწოდებთ არც ერთი სისტემისკენ. მე - ჭეშმარიტების მაძიებელი ვარ’’ >> - მიხაილ ბაკუნინი

ანარქიზმი არის ცოცხალი თეორია, რომელიც მუდმივ განვითარებას განიცდის ინდივიდების თუ კოლექტიური წინააღდეგობრივი მოძრაობების მიერ. თეორია სხვებისგან განსხვავებით, არ ამტკიცებს რომ აბსოლუტურად 100% იან შუეცდომელ იდეას წარმოადგენს, რომლის ანალოგი არ არსებობს, რომელიც ერთადერთი გზაა ნორმალური განვითარებისკენ და ა.შ., ანარქისტების თქმით ისინი მუდმივ განვითარებაში იმიტომ არიან, რომ დაინახონ ძლიერი და სუსტი მხარეები, აქედან გამომდინარე ამ პროცესს ისინი აუცილებლად მიიჩნევენ და ცდილობენ ნებისმიერი ახალი იდეა მათთვის სასიკეთოდ იქნას გამოყენებული.
საზოგადოების დიდ ნაწილს ანარქია რადიკალურად განსხვავებულად ესმის. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ რომ ანარქიზმი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამახინჯებული იდეაა პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორის. ამ სიტყვას ხშირად იყენებენ ქაოსის და არეულობის გამოსახატად, თითქოს ანარქისტებს სურთ სოციალური ქაოსი და არეულობა , მათ სურთ რომ დააბრუნონ ე.წ. ,,ჯუნგლების კანონები’’ და ა.შ.
<<,,რიგით მცხოვრებს ანარქისტი წარმოუდგენია სისხლისმელ მკვლელად, რომელსაც დინამიური ასაფეთქებელი საშუალება აქვს ხელში მომზადებული ,,მშვიდობიანი’’ ბურჟუასათვის. მაგრამ გადაავლეთ სიკვდილიანობის სტატისტიკას თვალი : სამჯერ ჯერ უფრო მეტი ღარიბი იხოცება, ვიდრე მდიდარი. თუ ანარქისტები ამხელა საფრთხე არიან, მაშინ ვინ მოკლა ჩვეულებრივი ღარიბი გლეხები? პასუხი მარტივია - ხელისუფლებამ, რომელიც მდიდრების/ბურჟუების ინტერესებს იცავს და ემსახურება. აი ნამდვილი მკვლელები - არა ათეული, არა ასეული, არა ათასეული, არამედ მილიონობით ღარიბი ადამიანი იხოცება შიმშილის, ძალადობის და ავადმყოფობის გამო. მათ დასაცავად გაჩდნენ ანარქისტები. მაგრამ მათი მთავარი იარაღი არ არის ხანჯალი ან ყუმბურა - მათი მთავარი აღჭურვილობა არის პროპაგანდა. ბურჟუას და ხელისუფალს შეუძლია მშვიდად განაგრძოს ძილი, სანამ ანარქიზმს ისინი საპასუხო პროპაგანდას უპირისპირებენ. მაგრამ როცა ისინი(ბურჟუები) იწყებენ ბრძოლას ძალადობისთვის, მხოლოდ მაშინ ანარქისტები - სიმართლის, თავისუფლების და თანასწორობის მოციქულნი, გულის ტკივილით დებენ წიგნს და იღებენ ხელში ყუმბარას. ბურჟუას და მის ხელისუფალს შეუძლია არ ეშინოდეს იმ დღის, როდესაც ანარქიზმი საერთო სახალხო მონაპოვარი გახდება, რადგან ანარქისტებს არ სჭირდებათ მათი სიცოცხლე, არამედ ძალაუფლება და საკუთრება, რათა ყველამ თავისუფლად იცხოვროს სახალხო ‘’- ერიკო მალატესტა (იტალიელი ანარქისტ-კომუნისტი).
ერთის მხრივ მკითხველმა შეიძლება გაიფიქროს, რომ ეს მოძრაობა არაფრით არ განსხვავდება კომუნიზმისგან ან კაპიტალიზმისგან(პირად საუბრებში ხშირად უთქვამთ მსგავსი რამ ), რადგან საქმე გვაქვს მინიმალურ ცვლილებებთან. თუმცა ეს რაღათქმაუნდა ასე არ არის. ანარქიზმის ძირითადი იდეა არის თანასწორობა და ერთიანობა. მთავარი მიზანი არის ადამიანური საზოგადოების აშენება თავისუფლების, თანასწორობის, თვითმართველობის, თვითორგანიზების, სოლიდარობის და ფედერალიზმის პრინციპებზე. ადამიანთა გაერთიანება ასეთ პრინციპებზე მყარი საფუძველი იქნება ყოველი პიროვნების თავისუფალი და რაც შეიძლება სრული განვითარებისთვის.
იგივე ერიკო მალატესტა წერდა : ,,ანარქისტულ სულისკვეთებაში მე ვგულისხმობ ღრმა ადამიანურ თანაგრძნობას, რომლის მიზანია ყველაფერი კარგი ყველასთვის(განურჩევლად ეროვნებისა,სქესისა, ასაკისა და ა.შ.), თავისუფლება, სამართლიანობა და სიყვარული მსოფლიოს ხალხებში, რაც არ არის მხოლოდ ანარქისტების ექსკლუზიური ხასიათი, მაგრამ ეს იდეა იტაცებს ყველას ვისაც აქვს კეთილშობილური გული და საღი გონება ‘’
ლოგიკურია რომ გაჩნდება კითხვა, რატომ არ შეუძლია კაპიტალიზმს ან სხვა რომელიმე სისტემას იგივე?
ანარქისტები მიიჩნევენ, რომ თავისუფალი, თანასწორუფლებიანი საზოგადოების აშენებას მკაცრად ეწინააღმდეგება კაპიტალისტური წყობა. რადგან მათ ყოველთვის სჭირდება ,,მესამე მსოფლიო’’ თავისი იაფი მუშა ხელით და იაფი სურსათით. სჭირდებათ ის რეგიონი, სადაც მილიონობით ადამიანი შიმშილისგან იღუპება, სადაც ადამიანები იმ დონემდე არიან მისულები რომ მზად არიან ემსახურონ ე.წ. ბატონს (თუმცა რაღა ე.წ.) მინიმალური ანაზღაურების საფასურად. კაპიტალისტური სისტემა ზუსტად ამაზეა ორიენტირებული და არა, ყოველი პიროვნების კეთილდღეობაზე ან როგორც მინიმუმ იმაზე რომ არ დაიღუპოს 850 მილიონი ადამიანი აფრიკაში, იმის გამო რომ მათ ელემენტარულზე კიდევ უფრო ელემენტარული პირობები არ აქვთ, სამაგიეროდ მათ აქვთ უფლება რომ მილიარდები დახარჯონ მილიტარისტულ იდეებზე, ანტი-ტერორისტულ ოპერაციებზე და ა.შ.. ასეთ ეკონომიკურ და სოციალურ საზოგადოებაში შეუძლებელია, რომ პიროვნების აბსოლუტური თვითრეალიზება და თავისუფალი განვითარება მოხდეს. ასეთი სტილის სახელმწიფო მარტივად შეიძლება აიხსნას, ბიუროკრატების არმია, რომელიც იცავს კაპიტალს და არა თავის მოქალაქეებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სისტემას მოყავს სოციუმის და მისი ეთიკური ფასეულობების დეგრადაცია.
ეს მოკლედ იმაზე რასაც ანარქისტები ხაზს უსვამენ. ახლა დავუბრუნდეთ ,,ისტორიული დამახინჯების’’ საკითხს.
ეს პროცესი რომელიც ზემოთ ვახსენე არის აბსოლუტური რეალობა და არა ფანტაზიის ნაყოფი. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მონარქიული ქვეყნები სადაც რეალურად ერთი ადამიანი იყო მმართველი. ასეთ ქვეყნებში სიტყვა ,,რესპუბლიკა’’ და ,,დემოკრატია’’ ზუსტად ამავე მნიშნევლობით იხმარებოდა, როგორც კაპიტალისტები და ბურჟუები ხმმარობენ ,,ანარქიას’’ - ანუ ქაოსი, არეულობა და ა.შ. მიზეზი ძალიან მარტივია. პოლიტიკურ ძალებს აწყობთ ნებისმიერი ხერხით დაარწმუნონ ხალხი რომ ყველანაირი ალტერნატიული სისტემა არის ქმედით უუნარო და აქედან გამომდინარე ისინი მხოლოდ მოიტანენ ერთადერთ რამეს - ქაოსს.
,,ნებისმიერი პროგრესი უარყოფაზეა დაფუძნებული; ყოველი ახალი იდეა ძველი იდეის სუსტ წერტილზეა დაფუძნებული’’ - იოზეფ პრუდონი
საიდან შეიქმნა ანარქიზმი? ან საერთოდ სად არის მისი საფუძველი მდიდარ ფენაში თუ ღარიბში, მონარქისტებში თუ ანტი მონარქსიტებში, კომუნისტებში თუ კაპიტალისტებში?! ანარქიზმი არ შექნილა რამდენიმე ადამიანის მიერ, რომელიც საზოგადოებისგან მოწყვეტილნი იყვნენ ან მეფის სასახლეში იმყოფებოდნენ და ზემოდან უყურებდნენ ღარიბ ნაწილს, მათ პრობლემებს მხოლოდ თეორიულად აფასებდნენ და რეალურად არც ჰქონდათ გაგებული ამ პრობლემების არსი (როგორც ხშირ შემთხვევაში ხდებოდა და ხდება მსოფლიოში). იდეოლოგია ჩაისახა ჩვეულებრივ ადამიანებს შორის, რომლებმაც დაიწყეს მრავალ პრობლემატურ საკითხზე ფიქრი, რომელიც მათ ყოფა ცხოვრებაში იყო და ამგვრადად დაიწყეს მსჯელობა და მოქმედება.
<<...გამოჩენილ ანარქისტ მოაზროვნეებს, ბაკუნინი, კროპოტკინი და სხვებს არ მოუგონიათ ანარქიზმის იდეა, მაგრამ აღმოაჩინეს რა ეს იდეა მასაში, მათ უბრალოდ დაიწყეს ამ აზრის გავრცელება..>> - ლიბერტარელი კომუნისტების ორგანიზაციული პლატფორმა
რაღაც სიმართლის მარცვალი არის მათ ნათქვამშიც, რადგან როგორც ასეთი ანარქისტული იდეა მანამდე არსებობდა სანამ ის ამ სახელს მიიღებდა. იდეა დაიბადა იმ ჩაგრული ადამიანების მიერ რომლებიც თავიანთი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ყველანაირი საზოგადოება თუ თემი, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე ყოველთვის იწვევს ასეთ ბრძოლას და წინააღმდეგობას ,,ბატონსა და მონასს’’ შორის, რაც არის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ანარქისტული ტენდენციების. როგორც ზემოთ ვახსენე, ამ სახის ბრძოლები მუდამ არსებობდა ,არსებობდა მანამდეც ვიდრე ის მიიღებდა ანარქიის სახელს, თუმცა არ უნდა მოხდეს ტერმინის მხოლოდ ამ კუთხით გაგება რადგან ანარქიზმი ფართო გაგებით მოიცავს მუშათა კლასის ბრძოლას თავისუფლებისთვის, კაპიტალიზმის და სახელწმიფო სისტემის წინააღმდეგ, ბრძოლა ჩაგვრის და ექსპლუატაციის წინააღმდეგ, ხოლო საბოლოო დიდი მონაპოვარი არის თავისუფალი საზოგადოების შექმნა რომელიც იქნება დაფუძნებული ინდივიდუალიზმზე და თანასწორუფლებიანობაზე.
<<...ანარქიზმი დაიბადა ყოველდღიურ ბრძოლაში, ანარქისტული მოძრაობა ნახლდებოდა მაშინ როდესაც ის იღებდა იმპულსს რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენიდან. ..>> - პეტრ კროპოტკინი

George Ash-Turner.
giorgi
giorgi

Сообщения : 136
Дата регистрации : 2009-09-12
Возраст : 33

Вернуться к началу Перейти вниз

Вернуться к началу


 
Права доступа к этому форуму:
Вы не можете отвечать на сообщения