ancom
Вы хотите отреагировать на этот пост ? Создайте аккаунт всего в несколько кликов или войдите на форум.
Вход

Забыли пароль?

Последние темы
» ანარქიზმი?!
ვინ ვართ ჩვენ? Empty26/3/2010, 21:31 автор giorgi

» Уроки Грузинского Языка.
ვინ ვართ ჩვენ? Empty11/1/2010, 02:04 автор giorgi

» Образование
ვინ ვართ ჩვენ? Empty18/12/2009, 21:29 автор Alex73

» ვინ ვართ ჩვენ?
ვინ ვართ ჩვენ? Empty11/12/2009, 21:57 автор giorgi

» АНАРХО-КОММУНИСТИЧЕСКОЕ РАБОЧЕЕ ДВИЖЕНИЕ В ЗАКАВКАЗЬЕ 1904-1907 гг.
ვინ ვართ ჩვენ? Empty10/12/2009, 21:31 автор giorgi

» Участники фракции
ვინ ვართ ჩვენ? Empty9/12/2009, 06:10 автор elRojo

» Кто такой Кар Карыч?
ვინ ვართ ჩვენ? Empty8/12/2009, 22:22 автор giorgi

» Георгий Гогелия. 1878-1924.
ვინ ვართ ჩვენ? Empty8/12/2009, 22:09 автор giorgi

» "ხმა"
ვინ ვართ ჩვენ? Empty8/12/2009, 22:07 автор giorgi


ვინ ვართ ჩვენ?

Перейти вниз

ვინ ვართ ჩვენ? Empty ვინ ვართ ჩვენ?

Сообщение  giorgi 11/12/2009, 21:57

ჩვენ ვართ ანარქისტები, თანასწორი მონაწილეები მსოფლიო ანარქისტული მოძრაობის რომელიც სახელმწიფო ხელისუფლებას და კაპიტალს ებრძვის.

ჩვენი მათავრი მიზანი არის ადამიანური საზოგადოების აშენება თავისუფლების, თანასწორობის, თვითმართველობის, თვითორგანიზების, სოლიდარობის და ფედერალიზმის პრინციპებზე. ადამიანთა გაერთიანება ესეთ პრინციპებზე მყარი საფუძველი იქნება ყოველი პიროვნების თავისუფალი და რაც შეიძლება სრული განვითარებისთვის.

ესეთი საზოგადოების აშენებას აქტიურად ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო და კაპიტალი. კაპიტალისტურ სისტემას თავისი არსებობისთვის აუცილებლად სჭირდება ე.წ. "მესამე მსოფლიო" მისი იაფი სამუშო ძალით და იაფი სურსათით, სიღატაკეში მყოფი ადამიანების მასსები რომლებიც მზად არიან იმუშაონ "ბატონზე" სანაცვლოდ კი კაპიკები მიიღონ. კაპიტალისტურ სისტემას სჭირდება ეს, და არა ყოველი პიროვნების კეთილდღეობა. ესეთი ეკონომიკური სისტემის პირობებში გარდაუვალია შიმშილი და ომები, ამ სისტემას მოყავს სოციუმის და მისი ეთიკური ფასეულობების დეგრადაცია, ის ხელს უშლის მეცნიერების და საერთოდ ყოველი ადამიანის ნორმალურ განვითარებას. ჩვენ ვთვლით რომ მოხმარების საზოგადოება აგებული ნებისმიერ ფასად მოგების ნახვის წყურვილზე, სოციალურ უთანასწორობაზე და პრინციპზე რომ ადამიანი ადამიანის მტერია, არის მავნე კაცობრიობისთვის.

სახელმწიფო არის ბიუროკრატების არმია რომელიც კაპიტალს ემსახურება. ამ არმიას პოლიციის, სპეცსამსახურების, და ჯარის რეპრესიული აპარატი იცავს. სახელმწიფოს არსებობის რეალური და ერთადერთი მიზანი არის არა საზოგადოებრივი ურთირთობების რეგულირება, არა ღარიბი ადამიანების დახმარება მდიდრების ხარჯზე, არამედ ფულის ტომრების დაცვა და მათი ინტერესების გატარება!
სახელმწიფო არის არსებული წყობის ანუ ადმიანთა ერთი ჯგუფის მიერ უმრავლესობის ექსპლუატაციის შესაძლებლობის დაცვის სისტემა.


ამ სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავლად ჩვენ მიგვაჩნია სოციალური რევოლუცია, რომელიც გაანადგურებს სახელმციფოს და კაპიტალისტურ სისტემას და მის ადგილას მოიყვანს თავისუფალ ინიციატივას, თვითორგანიზებას და ურთიერთდახმარებას. ეკონომიკური სისტემა იქნება აშენებული ფედერატიულ პრინციპებზე და მოთხოვნილებების სტატისტიკურ აღრიცხვაზე. არაწარმოებით ფუნქციებს შეასრულებენ ადგილობრივი ტერიტორიული კრებები. ესეთი საზოგადოება გამოიყურება როგორც ადამიანთა ტერიტორიული და წარმოებითი კრებების კავშირი. ადამიანები თვითონ შეძლებენ თავიანთი მოქმედებების კოორდინაციას, მოთხოვნილებების და ინტერესების შეთანხმებას და საერთოდ თვითონ გადაწყვიტონ თუ როგორ იცხოვრონ.


რატომ ანარქო-სინდიკალისტები? იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით რომ სინდიკატი (ბერძ. syndikos - ერთობლივად მოქმედი) - მშრომელთა კავშირი (პროფკავშირი) არის ყველაზე უფრო ბუნებრივი გარემო სახელმწიფოს და კაპიტალის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ადამიანებში თვითორგანიზების და ურთიერთდახმარების განვითარების სკოლა, ახალი საზოგადოების საფუძველი. ჩვენთვის სინდიკალიზმი არის ჩვენი მიზნების განხორციელების საშუალება. რაც რა თქმა უნდა ხელს არ გვიშლის ვიმუშაოთ სხვა მიმართულებებით რომლებიც არიან ადამიანის განთავისუფლებაზე და მისი ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაზე ორიენტირებულები.
giorgi
giorgi

Сообщения : 136
Дата регистрации : 2009-09-12
Возраст : 33

Вернуться к началу Перейти вниз

Вернуться к началу


 
Права доступа к этому форуму:
Вы не можете отвечать на сообщения